მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი 3-4 მარტს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 3-4 მარტს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი იტყობინება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი თანათავმჯდომარეობით საქართველო-სომხეთის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება.

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან, ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანთან, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანთან ერთად ეწვევა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის აპარატმა გამოაქვეყნა.

ნახეთ მეტი
Back to top button