საერთაშორისო
ირანულმა დრონებმა ნახიჩევანის აეროპორტი დაბომბეს

ირანიდან გასროლილმა რაკეტებმა და დრონებმა ნახიჩევანის აეროპორტი დაბომბეს, განუცხადა BBC-ს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ.
აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო Trend-მა მხოლოდ ის ინფორმაცია გაავრცელა, რომ აეროპორტს დრონი დაეჯახა.
ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.
ონლაინში გავრცელებულ დაუდასტურებელ ვიდეოებში სულ მცირე ორი აფეთქებაა ნაჩვენები. სავარაუდოდ, ერთ-ერთ კადრზე დრონის დარტყმის მომენტია ასახული.







