პოლიტიკა
კევინ ჰამილტონი დაინიშნა ნატოს სპეციალურ წარმომადგენლად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

კევინ ჰამილტონი დაინიშნა ნატოს ახალ სპეციალურ წარმომადგენლად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
Armenpress-ის ცნობით, ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნულია, რომ ჰამილტონი პასუხისმგებელია ალიანსის პოლიტიკაზე ამ ორ მნიშვნელოვან რეგიონში. ის ასევე არის ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პარტნიორობის საკითხებში პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილებაში. კევინ ჰამილტონი 2023 წლიდან 2026 წლამდე კანადის ელჩი იყო თურქეთში, პარალელურად კი კანადის ელჩი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანში. 2016 წლიდან 2020 წლამდე ის იყო კანადის ელჩი რუმინეთში, ბულგარეთსა და მოლდოვაში.







