საზოგადოება
სომხეთს ტურისტად 7 აზერბაიჯანელი და 13 441 თურქი მოქალაქე ეწვია

2025 წლის იანვარ-დეკემბერში სომხეთში 2 მილიონ 263 ათას 642 ტურისტი ჩავიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 მილიონ 208 ათას 179 იყო. ამის შესახებ „პასტინფო“ სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის კომიტეტიდან იტყობინება.
იმავე წყაროს ცნობით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში სომხეთში 7 აზერბაიჯანელი და 13 441 თურქი ტურისტი ჩავიდა.
საინტერესოა, რომ სომხეთი მიმზიდველი დანიშნულების ადგილი იყო ირანიდან 182 364 და რუსეთის ფედერაციიდან 921 704 ტურისტისთვის. ასევე ბევრი ტურისტი იყო საქართველოდან. საქართველოდან სომხეთში 288 578 ტურისტი იმყოფებოდა.







