პოლიტიკა
„შუა დერეფანი“ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის გზაა: ფონ დერ ლაიენი

„შუა დერეფანი“ ვაჭრობასა და თანამშრომლობას ნორმად აქცევს სამხრეთ კავკასიის აქამდე არასტაბილურ რეგიონში, დააკავშირებს რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან და ევროპასთან. ამის შესახებ დღეს ბრიუსელში გამართულ ელჩების კონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. გლობალურ პროექტებსა და მათ მნიშვნელობაზე ევროპისთვის საუბრისას, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ახსენა „შუა დერეფანი“, რომელიც აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დროს 30 დღიდან 15 დღემდე შეამცირებს.







