პოლიტიკა
განიხილეს სრ-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები

10 მარტს, პარიზში, სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში თომას დინანოს.
თანამოსაუბრეებმა განიხილეს სრ-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.
არარატ მირზოიანმა და თომას დინანომ კმაყოფილებით აღნიშნეს სრ-სა და აშშ-ს მთავრობებს შორის ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება, ხაზი გაუსვეს მზადყოფნას შესაბამისი ფორმატით შეთანხმების ხელმოწერისა და ამ სფეროში შემდგომი თანამშრომლობისთვის.
განიხილეს რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები.
გაიცვალა მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებზე.







