
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. Armenpress-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ვიდეო თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
https://www.facebook.com/reel/1589426115627878
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
10 მარტს პრემიერ-მინისტრმა პარიზში ბირთვული ენერგიის სამიტში მიიღო მონაწილეობა.
11 მარტს პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში გაემგზავრება. ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ასევე შეხვდება ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას.







