ნიკოლ ფაშინიანმა და რაფაელ გროსიმ სომხეთსა და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს შორის თანამშრომლობის პროგრესი განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პარიზში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის შეხვდა.
“Armenpress”-ის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება, რომ შეხვედრის დროს თანამოსაუბრეებმა მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვული ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო სომხეთსა და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს შორის თანამშრომლობის პროგრესს.
მხარეებმა მნიშვნელობა მიანიჭეს ბირთვული უსაფრთხოების, ტექნიკური თანამშრომლობის, ასევე ექსპერტული დახმარების პროგრამების უწყვეტ განხორციელებას.
მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები სომხეთის ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებზე, მცირე მოდულური რეაქტორების ტექნოლოგიებსა და ბირთვული ენერგიის განვითარების პერსპექტივებზე.







