საზოგადოება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებს ბოლო თვეში 120 მილიონი ნახვა ჰქონდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებს ბოლო თვეში 120 მილიონი ნახვა ჰქონდა. პრემიერ-მინისტრმა ნახვების შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე პოსტის საშუალებით განაცხადა.

„არ ვიცი, მოსწონს თუ არა ხალხს, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო თვის განმავლობაში ჩემს Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებს ერთად 120 მილიონი ნახვა ჰქონდა. 120 მილიონი!“ – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button