
„სომხეთის“ ბლოკის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი რობერტ ქოჩარიანია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ფრაქცია „სომხეთის“ დეპუტატმა ანა გრიგორიანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და სომეხ რევოლუციონერ დაშნაკთა პარტია, რომელსაც ასევე შეუერთდა პარტია „წინ“, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთად, ბლოკ „სომხეთის“ შემადგენლობაში მიიღებენ მონაწილეობას.







