ლონდონში შეძენილი სომხური ეკლესიის კარი და არშილ გორკის გრაფიკული ნამუშევარი უახლოეს დღეებში სომხეთში გამოიფინება

სომხური ეკლესიის ხის კარის ფრთა, დამზადებული და მოჩუქურთმებული 1188 წელს, რომელიც სომხეთის მთავრობამ აუქციონებზე შეიძინა, და არშილ გორკის გრაფიკული ნამუშევარი უახლოეს დღეებში სომხეთის ისტორიის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში გამოიფინება.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ მეცნიერებისა და განათლების ეროვნული კომიტეტის სხდომაზე, სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამის (2021-2026) 2025 წლის განხორციელების პროგრესისა და შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა.
მინისტრმა განაცხადა, რომ მათი სამუშაო ასევე მოიცავს სომხური კულტურული ფასეულობების სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნებას. გასულ წელს ამ მიმართულებით 300 მილიონ დრამზე მეტი გამოიყო. „ჩვენი საზოგადოება მალე შეძლებს იხილოს სახელმწიფოს მიერ შეძენილი შუა საუკუნეების სომხური ეკლესიის ხის კარის ფრთა, ასევე არშილ გორკის გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც გალერეასა და ისტორიის მუზეუმში იქნება გამოფენილი“, – თქვა ანდრეასიანმა.







