მთავარიპოლიტიკა

ილია II-ის საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისკენ  –   სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რაც მძიმე დანაკარგია მოძმე ქართველი ხალხისთვის.

ამ რთულ მომენტში, გულწრფელ სამძიმარს და მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეებს, სასულიერო პირებს და მორწმუნე ხალხს.

ილია II იყო რწმენის სიმტკიცისა და ძალაუფლების, თავისი ხალხის სოლიდარობისა და ერთიანობის უნიკალური სიმბოლო. მისი საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, რეგიონში მშვიდობის, რელიგიათაშორისი და ეთნიკური ტოლერანტობის დამკვიდრებისკენ.

„ილია II-ის ნათელი ხსოვნა და მის მიერ დატოვებული სულიერი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს შთააგონებს, ემსახურონ კაცობრიობისა და ქრისტიანობის კეთილშობილ იდეალებს“, – ნათქვამია დეპეშაში.

ნახეთ მეტი
Back to top button