პოლიტიკა

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა  განაცხადა, რომ  მთავარეპისკოპოსი ეზრას ნერსისიანი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის  აგენტი იყო

სომხური სამოციქულო ეკლესიის რუსეთისა და ახალი ნახიჩევანის სომხური ეპარქიის წინამძღვრის, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ძმა, მთავარეპისკოპოსი ეზრას ნერსისიანი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტი იყო.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა, ანდრანიკ სიმონიანმა.

„კტრიჭ ნერსისიანის ძმა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის  აგენტი იყო და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ეს ფაქტი გაასაჯაროვა“, – განაცხადა სიმონიანმა.

ადრე, Civic.am-ის კითხვის საპასუხოდ, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთავარეპისკოპოსი ეზრას ნერსისიანი 1986-1988 წლებში სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან (კგბ) თანამშრომლობდა.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, არსებული მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ მთავარეპისკოპოსი ეზრას ნერსისიანი ამჟამად ინარჩუნებს კონტაქტებს უცხოური სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, რაც, სამსახურის შეფასებით, შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას და ინტერესებს.

სამსახურმა დასძინა, რომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ისინი იღებენ აუცილებელ ზომებს აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button