პოლიტიკა

ფაშინიანი – ვმუშაობთ  ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე

სომხეთის რესპუბლიკა ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობს, რადგან მოქმედი სტრატეგია არაადეკვატურია.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის ახალი სტრატეგიის შესახებ კითხვას უპასუხა.

„ნათელია, რომ მოქმედი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სულ მცირე, დიდწილად, არარელევანტურია და ჩვენ ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button