პოლიტიკა

სომხეთის ელჩმა და აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარემ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი ნარეკ მკრტჩიანი აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) თავმჯდომარეს, ბრენდან კარს შეხვდა.

„არმენპრესის“ ცნობით, შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას აშშ-ში სომხეთის საელჩო ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სფეროს პრიორიტეტული საკითხები ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და სხვა გამოწვევების კონტექსტში.

„ელჩმა მკრტჩიანმა ხაზი გაუსვა FCC-ის გამოცდილების მნიშვნელობას და აღნიშნა თანამშრომლობის აუცილებლობა სომხეთის პოტენციალის, ასევე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში დასახული პრიორიტეტების გათვალისწინებით“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კომუნიკაციების სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარების, დარგობრივი ვიზიტების განხორციელებისა და თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობები.

ნახეთ მეტი
Back to top button