პაპიკიანი პარიზში საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების საქმეთა მინისტრს, კატრინ ვოტრენს შეხვდა

სრ თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი სურენ პაპიკიანი პარიზში საფრანგეთის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების საქმეთა მინისტრს, კატრინ ვოტრენს შეხვდა.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდა საფრანგეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არმან ხაჩატრიანი. შეხვედრის დროს მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს უკვე დამყარებული თანამშრომლობის დონეს და ხაზი გაუსვეს მისი უწყვეტობისა და განვითარების მნიშვნელობას.
განხილული იქნა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის, სამხედრო განათლების, პროფესიული მომზადების, ასევე საკონსულტაციო მხარდაჭერისა და სხვა სფეროებში განხორციელებული პროგრამების პროგრესი.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებაზე, მისი თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე აყვანაზე, ასევე თავდაცვის სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული ერთობლივი ინიციატივების გაგრძელებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.








