
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 30 მარტს ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
„მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის საკითხები, მათ შორის კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
„ჩვენ გვქონდა პროდუქტიული საუბარი ტელეფონით მარკო რუბიოსთან. ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის აღდგენისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაძლიეროთ საქართველო-ამერიკის კავშირები და ხელი შევუწყოთ რეგიონულ სტაბილურობასა და კავშირს“, – განაცხადა კობახიძემ.







