მთავარიპოლიტიკა

გაერომ ერთხმად მიიღო სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარდგენილი რეზოლუცია „გენოციდის პრევენცია“

სომხეთის რესპუბლიკის მიერ წარდგენილი რეზოლუცია „გენოციდის პრევენცია“ ერთხმად იქნა მიღებული გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიაზე.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აღნიშნულია, რომ ორწლიანი რეზოლუცია ეფუძნება „გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ კონვენციას“ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის დებულებების გაეროს პოლიტიკის ოპერატიულ სფეროში გადატანაში.

რეზოლუციის მიზანია გენოციდის პრევენციაში ადრეული გაფრთხილების იდეოლოგიის პოპულარიზაცია, რისკ-ფაქტორების, მათ შორის სიძულვილის, დისკრიმინაციისა და დაუსჯელობის ფარგლების განსაზღვრა. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს დროული რეაგირების მნიშვნელობას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ძალადობის ზრდის პრევენციას.

გენოციდის პრევენციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მოყვანით, რეზოლუცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თემის მნიშვნელობას მიმდინარე დიპლომატიურ პრიორიტეტებს შორის. ის ხელს უწყობს საერთაშორისო მართლმსაჯულების მექანიზმების გაძლიერებას და მოიცავს იმ საერთაშორისო მოვლენებსა და გამოწვევებს, რომლებიც ამ დროს უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.

წელს წარმოდგენილი რეზოლუცია გვთავაზობს რეფორმის ,,გაეროს 80”-ის პროცესის კონტექსტში გენოციდის პრევენციის მანდატის გაძლიერებას და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ალგორითმულ სისტემებსა და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ დეზინფორმაციისა და სიძულვილის გავრცელებას, რაც გავლენას ახდენს ინფორმაციის ნაკადებზე და ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს.

„გენოციდის პრევენციის“ შესახებ რეზოლუციას ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გენოციდის პრევენციის შესახებ კონვენციის უნივერსალური რატიფიკაციის პროცესის ხელშეწყობაში, რაც მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომლებიც ჯერ არ მიუერთდნენ კონვენციას, დაუყოვნებლივ შეუერთდნენ მას.

როგორც წინა წლებში, წელსაც, სომხეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია „გენოციდის პრევენციის“ შესახებ ფართო მხარდაჭერით სარგებლობს გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან, რომლებიც წარმოადგენენ ყველა რეგიონულ ჯგუფს, რასაც ადასტურებს თანასპონსორების დიდი რაოდენობა, რომელიც მიღების მომენტისთვის უკვე ექვს ათეულს აღწევს.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთის მოწოდებას საერთაშორისო საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს მიმართ, გაერთიანდნენ გენოციდის უბედურების თავიდან ასაცილებლად.

სომხეთის მიერ ადრე წარდგენილი ამავე სახელწოდების რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული 2024 წლის 3 აპრილს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button