საერთაშორისო

ბაქო ღიად არ დაუპირისპირდება თეირანს მანამ, სანამ  100%-ით არ იქნება დარწმუნებული, რომ ირანში ხელისუფლების ცვლა მოხდება  – ექსპერტი

აზერბაიჯანი ღიად არ დაუპირისპირდება ირანს მანამ, სანამ 100%-ით არ იქნება დარწმუნებული, რომ ირანში ხელისუფლების ცვლა მოხდება. ამის შესახებ APRI Armenia-ს ანალიტიკური ცენტრის უფროსმა ექსპერტმა, ბენიამინ პოღოსიანმა, 1 აპრილს ერევანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პოღოსიანის თქმით, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ისრაელს აზერბაიჯანში გარკვეული სამხედრო და სადაზვერვო წარმომადგენლობა აქვს. „სანდო საერთაშორისო მედია ამის შესახებ 15 წელია წერს“, – ამბობს ის.

ის თვლის, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკმარისად გონიერებას იჩენს იმ საკითხში, რომ ირანს თავისი ტერიტორია ღია დარტყმებისთვის არ დაუთმოს. ომის დაწყებიდან უკვე ერთი თვე გავიდა და გარკვეული ტაქტიკური წარმატებების მიუხედავად, ანტიირანულმა კოალიციამ ვერ მიაღწია რაიმე სტრატეგიულ შედეგს. პოლიტოლოგმა განმარტა, რომ ბაქო ომში ჩაერთვება ან სულ მცირე,  მისი ტერიტორიის ღიად გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ 100%-ით იქნება დარწმუნებული, რომ ირანში ხელისუფლების ცვლა მოხდება, ან როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა უბრალოდ შეწყვეტს არსებობას.

ნახეთ მეტი
Back to top button