ეკონომიკამთავარი

მეწამორის ატომური ელექტროსადგური დროებით ექსპლუატაციიდან გამოვიდა

ექსაპლუატაციის გახანგრძლივების პროგრამის გამო, მეწამორის ატომური ელექტროსადგური 1 აპრილიდან 5 თვით ექსპლუატაციიდან გამოვიდა.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთში მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ზრდის კონტექსტში, სომხეთში 2 აპრილს გამართულ სხდომაზე განაცხადა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა.

„დიდი ალბათობით, 2026 წლისთვის ჩვენი მზის ელექტროსადგურები იმდენ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რამდენსაც მეწამორის ატომური ელექტროსადგური გამოიმუშავებდა, მისი ფუნქციონირების შემთხვევაში. ეს მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, შედარებადი იქნება“, – რწმენა გამოთქვა მინისტრმა.

საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, მესროპ მესროპიანმა, განაცხადა, რომ ბოლო წლებში სომხეთის რესპუბლიკაში მზის ელექტროსადგურების მონტაჟი სწრაფად გაიზარდა. მან განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 1 მარტის მონაცემებით, მზის ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 1,141 მეგავატს აღწევს, საიდანაც 479 მეგავატი სამრეწველოა, ხოლო 662 მეგავატი – ავტონომიური, სახურავზე დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურები. სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის პერიოდი 2026 წლის შემოდგომაზე მთავრდება. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის პერიოდის კიდევ 10 წლით გახანგრძლივებაზე. სომხეთის მთავრობა ამჟამად სხვადასხვა ქვეყანასთან ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს განიხილავს. გადაწყდა, რომ ახალი ატომური ელექტროსადგური მოდულური ტიპის უნდა იყოს, ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ჩინეთთან, რუსეთთან და სამხრეთ კორეასთან.

ნახეთ მეტი
Back to top button