პოლიტიკა
ლავროვი – სომხური მხარე რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას გაგებით მოეკიდა

სომხურმა მხარემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს გამოთქმულ შეშფოთებას გაგებით მოეკიდა.
ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იტყობინება TASS.
„სომხური მხარე რუსეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას გაგებით მოეკიდა“, – აღნიშნა ლავროვმა.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება მომავალში ურთიერთობები პრაქტიკაში“, – თქვა მან.
გავიხსენოთ, რომ სომხეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები კრემლში 1 აპრილს გაიმართა.







