მთავარიპოლიტიკა

რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავებით   –  ელჩი

რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სომხეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით, განვითარებითა და გაღრმავებით, ჩვენ სომხეთს ძმურ ქვეყნად მივიჩნევთ, ხოლო სომეხ ხალხს – ძმურ ხალხად. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა სომხეთში, სერგეი კოპირკინმა, პორტალ 24news-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამიტომ, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია გულწრფელად, მაგრამ კონსტრუქციულად ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც სინამდვილეში არსებობს“, – აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ნდობაზე დაფუძნებული დიალოგი უმაღლეს დონეზე შედგა.

„აბა, სხვანაირად  როგორ  უნდა განიხილებოდეეს  მგრძნობიარე, პრობლემური საკითხები?“ – დასძინა კოპირკინმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ წელს განიხილება რუსეთში სომხური კულტურის დღეების და სომხეთში რუსული სულიერი კულტურის დღეების ჩატარების საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button