მთავარიპოლიტიკა

საუბარი გულწრფელი, სასარგებლო და აუცილებელი იყო: პესკოვი პუტინ-ფაშინიანის შეხვედრაზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 1 აპრილს გამართული შეხვედრის დროს საუბარი სასარგებლო, გულწრფელი და აუცილებელი იყო. მხარეებმა გაცვალეს პოზიციები, მათ შორის სომხეთში დაგეგმილი არჩევნების კონტექსტში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა „ვესტისთვის“ მიცემულ კომენტარში.

„შეხვედრაზე საუბარი გულწრფელი, სასარგებლო და აუცილებელი იყო. მხარეებმა გაცვალეს პოზიციები, კერძოდ, სომხეთში დაგეგმილი არჩევნების კონტექსტში და დღის წესრიგში არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხების კონტექსტში“, – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რუსეთი და სომხეთი მეგობარი ქვეყნებია, ამიტომ ერევნის პოლიტიკური ვექტორები  მოსკოვისთვის საინტერესოა.

„რუსეთში მცხოვრები უზარმაზარი სომხური დიასპორა 2 მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის. „ამიტომ, ჩვენთვის დიდ ინტერესს იწვევს ის ვექტორები, რომლებსაც სომხეთის ხელმძღვანელობა ირჩევს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button