მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა და საქართველომ განიხილეს ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სავაჭრო სექტორებში თანამშრომლობის საკითხები

თბილისში გაიმართა სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  ლაშა დარსალია.

როგორც  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზი გვაცნობს, კონსულტაციების დროს თანამოსაუბრეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უმაღლეს და მაღალ  დონეზე აქტიურ ორმხრივ ვიზიტებზე, სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების განვითარებისა და ყველა სფეროში ეფექტური თანამშრომლობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე.

განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ტურიზმის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული სფეროების საკითხები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button