
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, თავმჯდომარეობით გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილეს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მე-8 სამიტის ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ვგებულობთ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 4 მაისს ერევანში გასამართი ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტი მასშტაბური ღონისძიებაა და დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სომხეთის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.
ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პერიოდში უზარმაზარი სამუშაო გაკეთდა სამიტის სათანადო დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისთვის და დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს უკვე შესრულებული და სამომავლოდ შესასრულებელი სამუშაოების განხილვას.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, არაიკ ჰარუთიუნიანმა აღნიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპს უახლოვდება და ამ შეხვედრის მიზანია უკვე შესრულებული სამუშაოს წარდგენა, სახელმწიფოს მეთაურის შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენა სამუშაოს შეჯამების მიზნით.შემდეგ, წარმოდგენილი იქნა ღონისძიების კონცეფციის შემუშავებისა და კონცეპტუალური დაგეგმვის დეტალები.განხილული იქნა სხვა შინაარსობრივი და ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვა, ლოგისტიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ა.შ. ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების მნიშვნელობას და მისცა კონკრეტული მითითებები სხვადასხვა მიმართულებით შემდგომი მუშაობის შესახებ.







