მარტში სომხეთს 150 000-ზე მეტი ტურისტი ეწვია: რომელი ქვეყნებიდან ჩამოვიდა ყველაზე მეტი

წლევანდელი წლის მარტში სომხეთში 22 000-ზე მეტი ტურისტი ჩავიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ტურიზმის კომიტეტმა განაცხადა.
„2026 წლის მარტში სომხეთს 152 444 ტურისტი ეწვია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 129 887 შეადგინა. 2026 წლის მარტში სომხეთში ტურისტული ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა რუსეთიდან (40%), საქართველოდან (15%) და ირანიდან (8%) დაფიქსირდა“, – აღნიშნავს კომიტეტი.
2026 წლის მარტში, სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო გამშვები პუნქტების გადაკვეთის მოქალაქეების დაახლოებით 60 პროცენტი მამაკაცი იყო, დანარჩენი კი – ქალი. ყველაზე ხშირი ვიზიტორები 35-44 წლის ასაკის ადამიანები იყვნენ (31%), შემდეგ მოდიოდნენ 25-34 წლის ასაკის პირები (21%), ხოლო სამეულში 45-54 წლის ასაკის პირები (17%) შევიდნენ.







