მთავარიპოლიტიკა

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი დელფის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია დელფის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ელექტრონული მმართველობის პლატფორმაზე გამოქვეყნდა.

 „მიზანშეწონილად მიგვაჩნია დელფის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საბერძნეთის რესპუბლიკაში (დელფი) გაგზავნილი იქნას  დელეგაცია  სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის, უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩევლის, ტატევიკ პეტროსიანის და თანაშემწის, სევაკ ღაჰრამანიანის შემადგენლობით“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

დელეგაცია საბერძნეთში დაჰყოფს  21-დან 23 აპრილის ჩათვლით.

ნახეთ მეტი
Back to top button