მთავარიპოლიტიკა

სომხეთი ეკონომიკური განვითარების ახალ ფაზაში შედის, რაც აზერბაიჯანთან დამყარებული მშვიდობით არის განპირობებული  –  ფაშინიანი

სომხეთი ეკონომიკური განვითარების სრულიად ახალ ფაზაში შედის, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულ მშვიდობას უკავშირდება. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან მოვლენებს ველოდებით, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, TRIPP პროექტის დაწყებას უკავშირდება, რაც მნიშვნელოვანია იმით, რომ ის საბოლოოდ სრულად გამოათავისუფლებს სომხეთის რესპუბლიკას ბლოკადიდან. თუმცა, სინამდვილეში, დღეს სომხეთმა ბლოკადა გადალახა, რადგან იცით, რომ შესაძლებელია სომხეთში რკინიგზით ტვირთების გადაზიდვა აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით და ხორციელდება, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტი ასევე შესაძლებელია რკინიგზით, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ხოლო TRIPP პროექტის ფარგლებში კი  აზერბაიჯანთან რკინიგზას გავხსნით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკური შეთანხმებაა, რომ ეს რკინიგზა არასდროს დაიხურება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის საიმედო მარშრუტი როგორც იმპორტისთვის, ასევე ექსპორტისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button