პოლიტიკა
სტამბოლში სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაა დაგეგმილი

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი სტამბოლში პარლამენტთაშორისი კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის ფარგლებშიც სომხეთის პარლამენტის ხელმძღვანელის შეხვედრები აზერბაიჯანის პარლამენტის ხელმძღვანელ საჰიბა გაფაროვასთან და საქართველოს პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილთან არის დაგეგმილი. ამის შესახებ ალენ სიმონიანმა ეროვნულ კრებაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იქ მრავალი ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელები იქნებიან. ამ ეტაპზე დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებთან“, – დააზუსტა სიმონიანმა.







