მთავარიპოლიტიკა

დღეს ჩვენ უფრო დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე –  ფაშინიანი

როგორც  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში  განაცხადა, სომხეთი დღეს სრულიად განსხვავებული ქვეყანაა 2018 წელთან შედარებით.

„დღეს ჩვენ უფრო დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე, უფრო სუვერენულები, ვიდრე ოდესმე, უფრო დემოკრატიულები, ვიდრე ოდესმე, უფრო განვითარებულები, ვიდრე ოდესმე, უფრო მშვიდობიანები, ვიდრე ოდესმე, უფრო აყვავებულები, ვიდრე ოდესმე, უფრო უსაფრთხოები, ვიდრე ოდესმე“, – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა დემოგრაფიული მაჩვენებლების დადებით ტენდენციებს და აღნიშნა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა.

„კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ უფრო დღეგრძელები ვართ, ვიდრე ოდესმე, რადგან 2024 წლის შედეგების მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78.6 წელია, რაც აბსოლუტური რეკორდია და, როგორც მე მესმის, საბჭოთა კავშირის დროსთან შედარებითაც კი“, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონულ მოვლენებს და ხაზი გაუსვა მშვიდობის ფაქტორის მნიშვნელობას სომხეთის მომავლისთვის. მისი თქმით, ქვეყნის პერსპექტივები უფრო პროგნოზირებადი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის წყალობით.

„დღეს ჩვენი სახელმწიფოს პერსპექტივები უფრო გარკვეულია, ვიდრე ოდესმე და ეს, პირველ რიგში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამსახურებაა, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით დამყარდა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი მოვლენების წინაშე დგას, მათ შორის რეგიონული კომუნიკაციებისა და მშვიდობის დამყარების პროცესების განვითარების ფარგლებში. „უახლოეს მომავალში დიდი და ისტორიული მოვლენები გველოდება. პროექტის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ განხორციელება, რომელიც საბოლოოდ გამოიყვანს სომხეთს თითქმის 30-წლიანი ბლოკადიდან და, რა თქმა უნდა, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის მტრობის აღმოფხვრის შემდგომ პროცესს“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button