მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ისტორიაში ყველაზე მაღალ დონეზეა

სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობები ამჟამად ისტორიაში ყველაზე მაღალ დონეზეა. „არმენპრესის“ ცნობით, ეროვნულ კრებაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის სესიის დროს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „სამოქალაქო კონტრაქტის“ ფრაქციის წევრის, ლილიტ მინასიანის კითხვას.

პრემიერ-მინისტრի  ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის განცხადებებს სომხეთში შესაძლო ეკონომიკური მდგომარეობისა და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების შესახებ შეეხო.

 „მე ასეთ რამეს შეუძლებლად მივიჩნევ. ისინი ამბობდნენ 2018 წელს, 2021 წელს. სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ყველაზე მაღალ დონეზეა, რაც კი ოდესმე ყოფილა. შეხედეთ სომხეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრების, სატელეფონო საუბრებისა და კონტაქტების დინამიკას და შეადარეთ ისინი წინა პერიოდს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ის მუდმივ სამუშაო კონტაქტშია რუსეთის პრეზიდენტთან და მთავრობის მეთაურთან, რაც ურთიერთობებს განსაკუთრებულ შინაარსს სძენს. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკა რუსეთთან წინააღმდეგობებში არ შესულა და არც შევა.

 „ჩვენ არ გვქონია კამათი რუსეთის ფედერაციასთან, არ ვკამათობთ და არც ვაპირებთ კამათს. ჩვენი ჩათრევის მცდელობები წინააღმდეგობებში, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური, უშედეგოა“, – თქვა მან.

ფაშინიანის თქმით, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა ასევე გულისხმობს რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას და სომხეთი ამ გზას აგრძელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button