სომხეთის აეროპორტები 2025 წელს დაახლოებით 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ

2025 წელს სომხეთის აეროპორტები დაახლოებით 5 მილიონ 700 ათას მგზავრს მოემსახურნენ, რაც წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტით მეტია.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ხუდატიანმა, ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Wizz Air, 2025 წლის ოქტომბრიდან ერევნის აეროპორტშია ბაზირებული.
გასულ წელს რეგულარულ რეისებს 48 ავიაკომპანია 67 მიმართულებით ახორციელებდა. „მხოლოდ გასულ წელს რეისები 10 ახალ მიმართულებით დაიწყო, მათ შორის გიუმრის „შირაქის“ აეროპორტიდან ლარნაკამდე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ რეისების გეოგრაფიის გაზრდას, მათ შორის გიუმრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.







