პოლიტიკა
სომხეთის გენოციდის 111-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართება

სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში 24 აპრილს, დილის 11:00 საათზე, სომხების გენოციდის 111-ე წლისთავის აღსანიშნავად გვირგვინის დადებისა და ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიის ორგანიზებას განახორციელებს. სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ცნობით, ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართება სომეხი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების პანთეონში, სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ხაჩქართან.







