
სომხეთი და რუსეთი სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას გააგრძელებენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, 1 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ შეთანხმებებზე საუბრისას.
„ჩვენ გვქონდა, გვქონდა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან, რომელიც გარკვეულ მომენტში შეწყდა ან მნიშვნელოვნად შემცირდა და დიახ, გვაქვს შეთანხმება ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე“, – დააზუსტა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
მანამდე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 1 აპრილს გამართულ შეხვედრას ეფექტურად მიიჩნევს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმებები რიგ სფეროებში, მათ შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ.







