პოლიტიკა

აზერბაიჯანი ხელს უშლის სომხეთ-თურქეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესს – ალენ სიმონიანი

სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გაუხსნელობის მიზეზებზე ისაუბრა.

Armenpress-ის ცნობით, სტამბოლში სომხური პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სიმონიანმა საზღვრის გაუხსნელობის საკითხს შეეხო.

„ცხადია, ვერ ვიტყვი, რას უნდა ველოდოთ. თავიდან ითქვა, რომ საზღვარი არ გაიხსნებოდა, თუ მთიანი ყარაბაღის საკითხი არ მოგვარდებოდა. შემდეგ გამოაცხადეს, რომ ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია. ამის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება წამოაყენეს. ჩვენ ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკება გვქონდა. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, მაგრამ 17 პუნქტზე შეთანხმებას მივაღწიეთ, ხელმოწერისთვის შევხვდით, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროცესი არ დასრულებულა“, – თქვა სიმონიანმა.

სიმონიანმა ასევე შეეხო აზერბაიჯანის როლს ამ პროცესში.

„აზერბაიჯანი, თავისი ლობირებითა და გავლენით, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე ის ხელს უშლის პროცესს, რადგან ერთი მხრივ, ის ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მეორე მხრივ კი არ აძლევს თურქეთს ჩვენთან მოლაპარაკებების საშუალებას. ეს უცნაური სიტუაციაა. როგორც ჩანს, თურქეთი ამ ურთიერთობების ტყვე გახდა“, – აღნიშნა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

ნახეთ მეტი
Back to top button