
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს ევროკავშირის ახალი მისიის განლაგება სომხეთში.
„მწვანე შუქი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაამტკიცეს ახალი მისია სომხეთში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტილებას მომავალ კვირას შეხვედრაზე დაადასტურებენ“, – წერს რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი X-ში.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთისთვის ახალ მისიას განიხილავენ.







