
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციის დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის და სომხეთის თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით დელეგაციების გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა.
როგორც Armenpress-ი სურენ პაპიკიანის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით იტყობინება, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და განვითარების პერსპექტივები, აგრეთვე რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.







