
კაპანის „სიუნიქის“ აეროპორტსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს საერთაშორისო რეისების განსახორციელებლად.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ მმართველი პარტიის „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„კაპანის „სიუნიქის“ აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი უნდა მივანიჭოთ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
რა თქმა უნდა, „სიუნიქის“ აეროპორტს უკვე შეუძლია გარკვეული ზომის თვითმფრინავების მიღება და, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება სამუშაოები ასაფრენი ბილიკის გამტარუნარიანობის გარკვეულწილად გაზრდის მიზნით, რათა არსებობდეს უფრო დიდი თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობა.
ჩვენი გათვლები აჩვენებს, რომ „სიუნიქის“ აეროპორტსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს საერთაშორისო რეისების განსახორციელებლად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამჟამად კაპანის „სიუნიქის“ აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით და უკან რეისები ხორციელდება. ფრენას ახორციელებს NovAir, L-410 ტიპის მცირე სამოქალაქო თვითმფრინავი. ამჟამად სომხეთში საერთაშორისო სტატუსის მქონე ორი აეროპორტია: ერევნის ზვართნოცის აეროპორტი და გიუმრის შირაქის აეროპორტი.







