პოლიტიკა

ესპანეთში სომხეთის ელჩმა პრემიერ-მინისტრის სახელით 2026 წლის „გერნიკას“ ჯილდო მიიღო

26 აპრილს, ესპანეთში სომხეთის ელჩმა, სოს ავეტისიანმა, მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ „გერნიკას“ მშვიდობისა და შერიგების ჯილდოს გადაცემის ცერემონიაში, რომელიც 2005 წლიდან იმართება ქალაქ გერნიკა-ლუმოში.

Armenpress-ის ცნობით, საელჩოს Facebook გვერდზე დაყრნობით, ელჩმა ავეტისიანმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სახელით 2026 წლის „გერნიკას“ ჯილდო მიიღო, რომელიც ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარების მცდელობისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს გადაეცათ.

ნახეთ მეტი
Back to top button