ეკონომიკა
2025 წელს სომხეთი ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მე-16 ადგილზე იყო. პაპოიანი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, სომხეთი 2025 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მე-16 ადგილზე იყო.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების წარდგენისას.
„ევროპულ ქვეყნებს შორის ჩვენ მხოლოდ ირლანდიას ჩამოვრჩებით“, – წერს ის.







