ეკონომიკა

სომხეთი ქართული ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო ბაზარია

BM.GE-ს ცნობით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიდან 56 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

ქვეყნების მიხედვით, ქართული ალკოჰოლური სასმელების უდიდესი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია, სადაც ექსპორტმა 29,8 მილიონი დოლარი (3,937,361 ლიტრი) შეადგინა. მას მოსდევს სომხეთი 5,9 მილიონი დოლარით (876,897 ლიტრი) და უკრაინა 5,3 მილიონი დოლარით (1,285,399 ლიტრი).

ქართული ლუდის უდიდესი საექსპორტო ბაზრები იყო სომხეთი (168 ათასი დოლარი), რუსეთი (160 ათასი დოლარი) და ისრაელი (158 ათასი დოლარი). მათ მოსდევს ლატვია (84 ათასი დოლარი) და აზერბაიჯანი (79 ათასი დოლარი).

ნახეთ მეტი
Back to top button