მთავარიპოლიტიკა

სომხეთს ეწვია აზერბაიჯანის დელეგაცია, ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით

აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ ერევანს ეწვია აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით დელეგაცია.

Armenpress-ის ცნობით, აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი, რომელმაც შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით დელეგაცია ჩაიყვანა, უკვე დაეშვა ერევნის „ზვართნოცის“ აეროპორტში.

დამატება: Armenpress-თან საუბარში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სომხეთში ჩამოვიდა აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით და დასძინა, რომ მოგვიანებით გავრცელდება დამატებითი პრესრელიზი.

ნახეთ მეტი
Back to top button