
სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციის ტექსტი ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
აღნიშნულია, რომ დეკლარაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება სომხეთთან ურთიერთობების გაძლიერების, ასევე სომხეთის სუვერენიტეტის, მდგრადობისა და ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერის მიმართ. ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის 5 მაისს გამართული სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენდა ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული თანამშრომლობის სფეროებში.







