პოლიტიკა

როგორც 1988 წლის დეკემბერში, საფრანგეთი ახლა სომხეთის გვერდითაა. მაკრონმა მადლობა გადაუხადა სომეხ ხალხს

გიუმრიში გამართული კონცერტის დროს, სახელწოდებით „მუსიკალური ხიდი: სომხეთი-საფრანგეთი“, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა სომეხ ხალხს სომხეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს მიღებული თბილი დახვედრისთვის.

მაკრონმა აღნიშნა, რომ არავის დავიწყებია 1988 წლის დეკემბერში მომხდარი კატასტროფა, როდესაც საფრანგეთი სომხეთის გვერდით იდგა.

„შარლ აზნავურმა იმღერა, საფრანგეთი გაერთიანდა, 500-ზე მეტი მეხანძრე, ჯარისკაცი, მენავე მოვიდა თქვენს დასახმარებლად და გიუმრი ხელახლა დაიბადა. ჩვენ ვიცით ყველა ის სირთულე, რაც ბოლო წლებში გაიარეთ  და როგორც ჩვენ ვიყავით 1988 წლის დეკემბერში თქვენს გვერდით, ახლაც თქვენს გვერდით ვიქნებით. მადლობა გიუმრი, მადლობა სომხეთს, არასოდეს დაგავიწყდეთ, საფრანგეთს უყვარხართ. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს საფრანგეთს და გაუმარჯოს გიუმრის“, – თქვა მაკრონმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ გიუმრიში გამართული კონცერტი საფრანგეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებული ბოლო ღონისძიებაა.

„მიღება იმდენად თბილი იყო, რომ პრეზიდენტ მაკრონს ვერ  წარმოედგინა ისე წასვლა, რომ თქვენ არ მოეკითხეთ. ჩემი სახელით, მადლობას გიხდითთბილი მიღებისთვის. საფრანგეთში  მე მას ვეუბნებოდი, რომ ის სომხეთში ძალიან პოპულარულია და მეუბნებოდა: „აჭარბებო“.  ახლა, ყოველ ჯერზე, როცა ასეთი დახვედრის სცენებია, ვეუბნები: „ხედავ,  რომ  არ ვაჭარბებდი“, – თქვა ფაშინიანმა.

4 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მერვე სამიტში ერევანში.

 5 მაისს დაიწყო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი სომხეთში.

5 მაისს საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტი სამშობლოში გაემგზავრა.

ნახეთ მეტი
Back to top button