პუტინმა იცის, რომ პრორუსული ძალები სომხეთში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მას სურს, რომ ისინი ეროვნულ ასაბლეაში შევიდნენ, რათა დაიცვან რუსეთის ფედერაციის ინტერესები – მიქაელ ზოლიანი

პოლიტოლოგი მიქაელ ზოლიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის პოლიტიკურ ველზე ბრძოლა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: სომხეთი საკუთარ რესურსებს ეყრდნობა ან გარე „დიდი ძმის“ ჩარევას ელოდება.
მან აღნიშნა, რომ პრორუსულ ძალებს ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი არ აქვთ და კრემლის რეალური მიზანია სომხეთში ძლიერი ოპოზიციური ველის ჩამოყალიბება, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს.
პოლიტოლოგის თქმით, პრორუსული ძალების მთავარი პრობლემა ის არის, რომ სომხურ საზოგადოებაში რუსეთის სახე გათანაბრებულია კოლონიზატორთან.
„ეს არის რუსეთის იმპერია, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სახელით გამოჩნდეს, მაგალითად ერქვას სსრკ, რუსეთის ფედერაცია … მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ერთგვარი იმპერია, რომელიც მანიპულირებით ცდილობს დაგვაშოროს სუვერენიტეტს, თამაშობს ჩვენს გრძნობებზე, ჩვენს ისტორიულ ტრავმებზე, გვაქცევს იარაღად“.
ზოლიანი დარწმუნებულია, რომ კრემლი აცნობიერებს, რომ პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა ამ ეტაპზე რეალისტური არ არის, ამჟამად
მათი რეალური მიზნები სხვაა.
პირველი, პარლამენტში ადგილის ქონაა.
„პირველი, რეალისტურია ამ ძალების პარლამენტში შესვლა და იქ, ასე ვთქვათ, სერიოზული ოპოზიციური სეგმენტის შექმნა, რომელიც რუსეთის ინტერესებს დაიცავს“.
მეორე, პროევროპული ძალების განდევნაა.
„მიზანია, პარლამენტში მეტი პროევროპული ძალის შესვლის თავიდან აცილება, რომლებიც საპირისპირო მხრიდან გააკრიტიკებენ ფაშინიანს.
მესამე, შესაძლო გადატრიალების ლეგიტიმაციაა.
„თუ მომავალში ისინი შეეცდებიან რაიმე ახალი გადატრიალების განხორციელებას, იქნება ეს ქუჩის მოძრაობის თუ სამხედრო მოძრაობის გზით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში იყვნენ პრორუსული ძალები, რომლებიც შეეცდებიან ასეთი გადატრიალებების ლეგიტიმაციას“.
მეოთხე, არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაა.
„კრემლმა შესაძლოა სცადოს არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რათა დაასუსტოს სომხეთის მთავრობა და შეასუსტოს სომხეთ
ის პოზიციები ორმხრივ ურთიერთობებში“.
პუტინმა იცის, რომ პრორუსული ძალები სომხეთში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მას სურს, რომ ისინი შევიდნენ ეროვნულ ასაბლეაში და დაიცვან რუსეთის ინტერესები.
მიქაელ ზოლიანი







