მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი 28 მაისს გასამართი სამხედრო აღლუმის რეპეტიციის ვიდეოებს აქვეყნებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 28 მაისს, რესპუბლიკის დღეს გასამართი სამხედრო აღლუმის რეპეტიციის ვიდეოები გამოაქვეყნა.

Armenpress-ის ცნობით, ერთ-ერთ ვიდეოში სომხური წარმოების სადაზვერვო დრონია ნაჩვენები.

მეორე ვიდეოში, სავარაუდოდ, საფრანგეთიდან შეძენილი CAESAR-ის საარტილერიო სისტემებია ნაჩვენები.

28 მაისს რესპუბლიკის მოედანზე სამხედრო აღლუმია დაგეგმილი, რომლის დროსაც სომხეთის მიერ ბოლო წლებში შეძენილი იარაღი იქნება წარმოდგენილი.

26 მარტს, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 28 მაისი სამხედრო აღლუმი კი არ იქნება, არამედ ანგარიში სომხეთის მოქალაქეებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button