
თურქეთმა სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობის დაწყების მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შესახებ განაცხადა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით, ყველა საჭირო ბიუროკრატიული პროცედურა დასრულებულია. თუმცა, ორ ქვეყანას შორის საერთო საზღვრის გახსნის ტექნიკური და ბიუროკრატიული სამუშაოები გრძელდება. ახალი რეგულაციების თანახმად, თურქეთიდან სომხეთში მესამე ქვეყნების გავლით საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილად ან წარმოშობის ქვეყნად სომხეთი ან თურქეთი შეიძლება იყოს მითითებული. ანკარამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.







