მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მიერ სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის ბარიერების მოხსნას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა თურქეთის მიერ სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის ბარიერების მოხსნას შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის სრული და ნორმალური ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ პრესმდივანმა თავის Facebook გვერდზე დაწერა.

„მივესალმებით თურქეთის გადაწყვეტილებას სომხეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ვაჭრობის ბარიერების მოხსნის შესახებ, რაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის კიდევ ერთი შედეგია. ეს გადაწყვეტილება აუცილებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საქმიანი კავშირების გაფართოების, რეგიონში ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობის და მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პერსპექტივიდან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ორ ქვეყანას შორის სრული და ნორმალური ურთიერთობების განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – წერს პრესმდივანი და ხაზს უსვამს, რომ მას შეუძლია თავისი ლოგიკური გაგრძელება ჰქონდეს  სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნით და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით.

ნახეთ მეტი
Back to top button