საზოგადოება

YouTube-ის მონეტიზაცია ოფიციალურად დაიწყო სომხეთში

სომხეთში 11 მაისს  YouTube-მა ოფიციალურად გამოაცხადა YouTube-ის პარტნიორული პროგრამის (YPP) დაწყების შესახებ რომელიც სომხეთში მოქმედ კონტენტის შემქმნელებს საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენონ პლატფორმის მონეტიზაციის ინსტრუმენტები.

ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სამინისტრომ.

 YouTube-ის პარტნიორული პროგრამა არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შემქმნელებს, არტისტებს და მედია საშუალებებს შეუძლიათ მიიღონ შემოსავალი პლატფორმაზე გამოქვეყნებული კონტენტიდან.

 პროგრამა ოფიციალურად იწყება 11 მაისს, რომლის დანერგვის შესახებაც  10 თებერვალს გამოცხადდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯ.დ. ვენსის, სომხეთში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების შედეგად.

 11 მაისიდან, სომეხ კონტენტის შემქმნელებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპანიის სტანდარტებს და ჰყავთ მინიმუმ 1000 გამომწერი, ბოლო 365 დღის განმავლობაში 4000 საათიანი კონტენტი ან ბოლო 90 დღის განმავლობაში მოკლე ვიდეოების 10 მილიონი ნახვა, შეუძლიათ მიმართონ YouTube-ის პარტნიორულ პროგრამას და დაიწყონ თავიანთი არხების მონეტიზაცია სარეკლამო შემოსავლების მეშვეობით.

 სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა აღნიშნა:

 „დღეს სომხეთის შემოქმედებითი და ციფრული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ მივესალმებით YouTube-ის გადაწყვეტილებას, რომ YouTube-ის პარტნიორული პროგრამა სომეხი კონტენტის შემქმნელებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ეს დიდი ხნის ნანატრი ცვლილება მონეტიზაციის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ადგილობრივ კონტენტს უფრო გახმაურებულს ხდის და ციფრული მეწარმეების ახალი თაობის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს. ეს განვითარება სომეხ კონტენტის შემქმნელებს საშუალებას მისცემს, თავიანთი შემოქმედებითი ნამუშევრები მდგრად სამუშაოდ აქციონ, სომხეთის შემოქმედებითი პოტენციალი საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოაჩინონ და გლობალურ ციფრულ გარემოში ჩვენი ყოფნა გაამყარონ“.

ნახეთ მეტი
Back to top button