
44-დღიანი ომის შედეგად, სომხურ მხარეს 3833 ადამიანი ემხვერპლა. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.
„ეს დადასტურებული მონაცემებია, სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია“, – აღნიშნა მან.
მან ასევე გამოაცხადა დაკარგულთა სავარაუდო რაოდენობა – დაახლოებით 160 ადამიანი.
სიმონიანმა ოპოზიცია დაადანაშაულა მისი აზრით, მსხვერპლთა რაოდენობის ხელოვნურად გაბერვაში. „რატომ ცდილობთ პოლიტიკური დივიდენდების მიღებას მსხვერპლთა ხარჯზე?“ – იკითხა მან.







